-
ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
ტყუილია, რომ საჯარო მოხელეს ქართული ენის
მანიპულირებაგანცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
„ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (ინოვაციური მედია პროექტია საქართველოში, რომელიც მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა და ამით, 2013 წელს პირველად საქართველოში ფაქტების გადამოწმების კულტურას ჩაეყარა საფუძველი. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ 2012 წელს დაფუძნდა.
ის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის ანალიზს. დეტალურად, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საქმიანობის, დამფუძნებლების, გამგეობის, წესდების და დაფინანსების შესახებ იხილეთ www.grass.org.ge-ის შესაბამისი გვერდები.
„ფაქტ-მეტრის“ სარედაქციო პოლიტიკასა და ფაქტების გადამოწმების პრინციპების შესრულებაზე პასუხისმგებელია მისი სარედაქციო საბჭო, რომელიც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გამგეობისა და ხელმძღვანელისგან დამოუკიდებლად ახორციელებს მონიტორინგს, თემების შერჩევას, გადამოწმებას, სტატიის გამოქვეყნებას და შესწორების პოლიტიკას.
„ფაქტ-მეტრი“ მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ მიზანს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში/სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
www.factcheck.ge მიუკერძოებელი პროგრამაა, რომელიც თავის მკითხველს გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი კვლევების სახით, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე აწვდის. „ფაქტ-მეტრის“ ვებგვერდი ასევე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სხვადასხვა დროს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციები იყვნენ: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, USAID, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, National Endowment for Democracy (NED), German Marshall Fund, European Endowment for Democracy და სხვ. დეტალურად, „ფაქტ-მეტრის“ დაფინანსება (დამფინანსებლები, დაფინანსებული საქმიანობის შინაარსი და გრანტის ოდენობა) იხილეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გვერდზე - ბმული. „ფაქტ-მეტრის“ დაფინანსებისას როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ასევე კერძო კომპანიებთან ურთიერთობისას „ფაქტ-მეტრის“ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უპირველესია და დადებული შეთანხმებები გამორიცხავს დამფინანსებლის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.
„ფაქტ-მეტრი“ წარმოადგენს მოტივირებულ თანამოაზრეთა გუნდს, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, იურისპრუდენციის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო პოლიტიკის და სხვა სფეროებიდან.
„ფაქტ-მეტრის“ გუნდი ახორციელებს პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის, მთავრობის და სხვა საჯარო პირთა მონიტორინგს და მათ განცხადებებში გამოვლენილ ფაქტობრივ სიზუსტესა თუ უზუსტობებს ასახავს. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებში მხოლოდ ფაქტობრივი სიზუსტე მოწმდება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსების/საჯარო პირების მოსაზრებები/ვარაუდები და პირადი შეხედულებები არ მოწმდება (უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგია).
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ მთავარი მიზნებია:
• მკითხველისთვის სწორი, ზუსტი და არგუმენტებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდება;
• პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ზრდა ამომრჩევლის მიმართ;
• ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარების ხელშეწყობა;
• სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმება და მკითხველისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
პოლიტიკური მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა
„ფაქტ-მეტრისთვის“ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სახელმძღვანელო ღირებულებებია.
აღნიშნულის დასაცავად როგორც „ფაქტ-მეტრი“, ასევე მშობელი ორგანიზაცია აღჭურვილია სხვადასხვა მექანიზმით, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას, მათ შორისაა: დაფინანსების გამჭვირვალობის პოლიტიკა, ინტერესტთა კონფლიქტის პოლიტიკა, წესდებით განსაზღვრული პარტიული საქმიანობის აკრძალვის წესი, მუშაობის გამჭვირვალე მეთოდოლოგია, სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში თანამშრომელთა ქცევის კოდექსი, გარე შეფასებები.
„ფაქტ-მეტრი“ დაუშვებელად მიიჩნევს პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერ შეთანხმებაში შესვლას ან ისეთი აქტივობის განხორციელებას, რამაც შესაძლოა პროგრამის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საფრთხე შეუქმნას. ამავე მიდგომის ნაწილია, რომ „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკური პარტიებისგან არ იღებს დაფინანსებას და მისი სარედაქციო პოლიტიკა არ კონტროლდება სახელმწიფოს, პოლიტიკური პარტიის ან პოლიტოსის მიერ. „ფაქტ-მეტრი“ თანამშრომლებს უკრძალავს, ისეთი საჩუქრის, დახმარების ან სასარგებლო პირობებით მომსახურების მიღებას, რაც ცდება თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვის ზოგად ჩარჩოებს.
„ფაქტ-მეტრი“ არ ასაქმებს ან დაუყოვნებლივ უწყვეტს ხელშეკრულებას პირს, რომელიც პოლიტიკური პარტიაში ან სახელმწიფო სამსახურში თანამდებობას იკავებს. „ფაქტ-მეტრისთვის“ დაუშვებელია მისი სახელით გაკეთდეს რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსის არჩევისკენ მოწოდება.
თავის მხრივ, არც მშობელი ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ იღებს დაფინანსებას პოლიტიკური პარტიებისგან. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ როგორც გამგეობის, ასევე გუნდის წევრობა წყდება თუკი პირი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და სახელმწიფო თანამდებობის პირი ხდება. მშობელი ორგანიზაცია, რომელიც კვლევით და ადვოკატირების საქმიანობას ახორციელებს საჯარო პოლიტიკის, მათ შორის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ადვოკატირების არ ახორციელებს „ფაქტ-მეტრის“ სახელით, როცა საკითხი სცილდება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიისა და ფაქტების გადამოწმების თემებს. გარდა ამისა, ყველა შემთხვევა როცა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოზიცია შესაძლოა „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული სტატიის ფარგლებში ინტერესტთა კონფლიქტს იწვევდეს, აღნიშნული გამჭვირვალედ იქნება დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის თანახმად (იხ. ქვემოთ).
„ფაქტ-მეტრის“ გუნდის წევრებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ინდივიდუალური პოზიცია აქვთ. თუმცა, ორგანიზაციის ქცევის კოდექსი მათ პირადი პოლიტიკური პრეფერენციის ღიად დაფიქსირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რათა მათ მიერ მომზადებულ სტატიებსა და ზოგადად, „ფაქტ-მეტრის“ მიუკერძოებლობის პრინციპს ზიანი არ მიადგეს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსს რომელიმე საკითხის/განცხადების გადამოწმებისას ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს, აღნიშნული თანამშრომელი ჩამოცილდება ამ საკითხზე მუშაობას და სტატიაში შენიშვნის სახით მითითებული იქნება აღნიშნული. იხ. მაგალითი.
ფინანსური გამჭვირვალობა
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ფინანსური ანგარიში 2022 წელი.
არამატერიალური მხარდაჭერა
2023 წელს „ფაქტ-მეტრი“ Meta-ს „Accelarator Challenge”-ის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც 100 დღის განმავლობაში კომპანია Blue Engine „ფაქტ-მეტრს“ კომუნიკაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.
ფაქტ-მეტრის მუშაობის სტილსა და დეტალურ მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
ბოლო განახლება - მარტი, 2024.