-
ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
ტყუილია, რომ საჯარო მოხელეს ქართული ენის
მანიპულირებაგანცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
„ფაქტ-მეტრის“ შესწორების პოლიტიკა
2013 წლიდან „ფაქტ-მეტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდა და მათ განცხადებებში მოცემული ფაქტების გადამოწმებაა. „ფაქტ-მეტრი“ ასევე ამოწმებს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. „ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, „ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.
განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ.
შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ.
განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელი ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.
დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე info@factcheck.ge, ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო სტატიის ავტორთან ერთად განიხილავს [1].
[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან: მთავარი რედაქტორი, ტექნიკური რედაქტორი და მმართველი რედაქტორი. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით.
თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy
ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/
IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.
2022 წელს შესწორებული მასალები
- იოსებ ხახალეიშვილი: „სულ მოკლე ხანში დაიწყება აღნიშნული ობიექტების [ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე და კოლხური შადრევანი] რეაბილიტაცია“. https://factcheck.ge/ka/story/41094
- სოციალურ ქსელში არესტოვიჩის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/40853
- სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“. https://factcheck.ge/ka/story/41425
2023 წელს შესწორებული მასალები
- ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას - https://factcheck.ge/ka/story/42156
- დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა - https://factcheck.ge/ka/story/42271
- ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტა, ისრაელის გამოცემა არ ადასტურებს - https://factcheck.ge/ka/story/42272
2024 წელს შესწორებული მასალები
ნიკოლოზ სამხარაძე: ლიეტუვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდა და თავად რუსეთში საქართველოზე მეტი ღვინო გაყიდა https://factcheck.ge/ka/story/43320