-
ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
ტყუილია, რომ საჯარო მოხელეს ქართული ენის
მანიპულირებაგანცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
გუნდი
პაატა გაფრინდაშვილი
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი
პაატა გაფრინდაშვილი არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი 2016 წლის ივნისიდან. 2013-2016 წლებში პაატას ეკავა ასოციაციის დირექტორის მოადგილისა და გრასის საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორის თანამდებობა. 1994 წელს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2000-2001 წლებში კი დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრსა (გერმანია) და თავდაცვის სამეფო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი).
არის კარიერული დიპლომატი, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვენაში. 2005 წელს მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში, 2004 წელს კი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2002-2003 წლებში იყო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რუმინეთში საქართველოს საელჩოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში. 1999-2001 წლებში ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს. 1995-1998 წლებში კი საბერძნეთში საქართველოს საელჩოში იკავებდა პირველი მდივნის პოზიციას.
1994 წელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო მოლაპარაკებაში, მათ შორის არაერთგზის ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
უკან დაბრუნება