რომ შრომის ანაზღაურების კუთხით საჯარო სექტორი კერძო სექტორთან კონკურენციაშია. მან ასევე აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება კერძო სექტორთან შედარებით დაბალია და კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა აუცილებელია.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა თუ რა ვითარებაა საქართველოს შრომით ბაზარზე და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
საქსტატის მონაცემებით, 2013წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეადგენდა, საიდანაც 85.4 % დასაქმებული (1 712 ათასი კაცი), ხოლო 14.6% (292 ათასი კაცი) უმუშევარი იყო.
დასაქმებულთა უმრავლესობა (61 %) თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო დარჩენილი 39 % დაქირავებით (658 ათასი კაცი) იყო დასაქმებული. დაქირავებით დასაქმებულთა 81 % ბიზნეს სექტორში,[1]ხოლო 19 % საჯარო სექტორში იყო დასაქმებული.
დიაგრამა 1:
დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წელი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც დიაგრამიდან ჩანს, 2010 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ იკლო, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებამ მოიმატა (იხ გრაფიკი 1). ამავდროულად, შემცირდა ბიზნეს სექტორში არსებულ საშუალო ხელფასსა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს შორის განსხვავება. კერძოდ, 2007 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასი 40.2%-ით აღემატებოდა სახელმწიფო სექტორში არსებულ ხელფასს, ხოლო მიმდინარე წელს ეს განსხვავება 7.6%-მდეა შემცირებული (იხ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
დასაქმება და ხელფასები კერძო და საჯარო სექტორში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამასთან, 2010 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქმედ საწარმოთა რაოდენობა, კერძოდ 2011 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში 15 ათასით მეტი (57 600) საწარმო ფუნქციონირებდა. საწარმოთა რაოდენობის ზრდამ, რა თქმა უნდა, გაზარდა მუშახელზე მოთხოვნა და შესაბამისად შრომის ბაზარზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კონკურენციაც გაიზარდა. ხელფასებს შორის სხვაობის შემცირების ფონზე ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა წილის ზრდა მზარდი კონკურენციის ნიშანია. აქედან გამომდინარე მინისტრის განცხადება, რომ ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის სამუშაო ძალაზე კონკურენციაა, სიმართლეა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ხელფასებს შორის განსხვავება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორს შორის, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით.
ცხრილი 1:
განსხვავება საჯარო და კერძო სექტორების ხელფასებს შორის – 2013 წელი
ეკონომიკური საქმიანობის სახეები |
სახელმწიფო სექტორი |
არასახელმწიფო სექტორი |
სხვაობა |
საშუალო ხელფასი სულ |
738.7 |
795.1 |
-7,6% |
სოფლის მეურნეობა |
527.5 |
484.3 |
9% |
სამთომომპოვებელი მრეწველობა |
2431.2 |
842.1 |
189% |
დამამუშავებელი მრეწველობა |
692.6 |
682.7 |
1% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
845.1 |
1027.2 |
-18% |
მშენებლობა |
749.2 |
872.9 |
-14% |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |
936.3 |
1149.8 |
-19% |
საფინანსო საქმიანობა |
3037.5 |
1486.6 |
104% |
ოპერაციები უძრავი ქონებით |
646.7 |
917.6 |
-30% |
განათლება |
410.6 |
485.2 |
-15% |
ჯანმრთელობის დაცვა |
607.3 |
684.3 |
-11% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, სახელმწიფო სამსახურების უმეტეს სექტორში, კერძო სექტორთან შედარებით ხელფასები დაბალია, თუმცა სამთომომპოვებელ მრეწველობაში და საფინანსო საქმიანობაში სახელმწიფო სექტორში გაცილებით მაღალი საშუალო ხელფასია.
აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში მაღალი საშუალო ხელფასი ძირითადად მსხვილ ბიზნესშია, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მსხვილი ბიზნესის კონკურენტია. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, აქ ხელფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჯარო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს (იხ ცხრილი 2). იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სექტორი კვალიფიციურ მუშახელს საჭიროებს, ხოლო კვალიფიციური მუშახელი მეტწილად მსხვილ ბიზნესშია დასაქმებული, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მსხვილ ბიზნესთან კონკურენციაშია, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესთან კონკურენცია შედარებით მცირეა.
ცხრილი 2:
საშუალო ხელფასის დონე ბიზნესის სიდიდის მიხედვით
სახელმწიფო სექტორი |
მსხვილი ბიზნესი |
საშუალო ბიზნესი |
მცირე ბიზნესი |
|
2010 |
539.1 |
755.2 |
395 |
312.9 |
2011 |
589.1 |
820.7 |
451 |
283.1 |
2012 |
656.1 |
928.1 |
528.1 |
338.1 |
2013 |
738.7 |
969.9 |
565.8 |
372.2 |
ცხრილი 2-დან ასევე ჩანს, რომ ბოლო წლებში საჯარო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტენდენცია იყო. 2013 წელს, 2010 წელთან შედარებით, ამ სექტორში ხელფასი 37 %-ით გაიზარდა.
დასკვნა 2010
წლიდან დასაქმებაში სახელმწიფო სექტორის წილი შემცირდა, ხოლო საშუალო ხელფასი გაიზარდა. მიუხედავად საჯარო და კერძო სექტორების ხელფასებს შორის სხვაობის შემცირების ტენდენციისა, კერძო სექტორთან შედარებით სახელმწიფო სექტორის უმეტეს დარგში კვლავ დაბალი ხელფასებია.
ხელფასებს შორის ყველაზე დიდი კონკურენცია სახელმწიფოსა და მსხვილ ბიზნესს შორისაა. საშუალო და მცირე ბიზნესთან შედარებით სახელმწიფო სექტორში უფრო მაღალი საშუალო ხელფასია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „იმის მიუხედავად, რომ საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება, ის კერძო სექტორში ხელფასის ოდენობას ჩამორჩება,“ არის სიმართლე.საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მონაცემები (დასაქმებულთა რაოდენობა, ხელფასები და ა.შ.) არ შედის