eventimage

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ფაქტ-მეტრი (FactCheck Georgia), რომელიც აერთიანებს კვალიფიციურ და გამოცდილ ექსპერტ-ანალიტიკოსებს, გთავაზობთ ტრენინგ-კურსს: "ეკონომიკა და მისი განვითარების ძირითადი პრინციპები - საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები".

ტრენინგ-კურსი მონაწილეებს სთავაზობს საუკეთესო აკადემიურ გარემოს, სადაც მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალები მათ გააცნობენ ეკონომიკის განვითარების პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით მონაწილეების ანალიტიკური უნარების შემდგომ დახვეწას.

ტრენინგ-კურსის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს და იმ ძირითად ტენდენციებს, რითაც დღეისათვის ხასიათდება საქართველოს ეკონომიკა. ტრენინგ-კურსი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, სწორად შეაფასონ საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და მისი განვითარების პერსპექტივები.

ტრენინგ-კურსი მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა:

• საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები;

• ეკონომიკური ზრდა;

• უცხოური ინვესტიციების გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე;

• უმუშევრობა;

• ინფლაციის არსი და გავლენები;

• ვალუტის კურსის ცვალებადობის მიზეზები და გავლენები;

• საგარეო ვაჭრობა და მისი მახასიათებლები;

• სახელმწიფო ბიუჯეტი;

• სახელმწიფო ვალი;

• სოფლის მეურნეობა და მისი ადგილი ეკონომიკაში;

• სოციალური სფერო;

• ეკონომიკური რეიტინგები;

• ფაქტ-მეტრის გამოცდილება ეკონომიკურ კვლევებში;

ტრენინგს გაუძღვება ბესო ნამჩავაძე საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი და ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი. ბესო ნამჩავაძეს გააჩნია ეკონომიკურ კვლევებში მონაწილეობისა და პოლიტიკის ანალიზის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მაკროეკონომიკურ მოდელებსა და ფისკალურ პოლიტიკაზე ფინანსთა სამინისტროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ბესიკ ნამჩავაძე გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის კურსდამთავრებული. არის კვლევების ავტორი ფისკალურ პოლიტიკაში, კერძოდ, ფისკალური რისკებისა და მდგრადობის მიმართულებით.

-

ტრენინგები გაიმართება 23 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით

-

ტრენინგის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 15 საათს, რომელიც გადანაწილდება სამ კვირაზე

-

ტრენინგების დროებია 19:00 - 21:00 საათი

-

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 მსმენელი

-

ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და რეკომენდაცია

-

სამუშაო ენა - ქართული

-

ტრენინგის ღირებულება ერთ მონაწილზე შეადგენს 370 ლარს

-

ინდივიდუალური მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 10 მარტამდე, 70 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ

-

ორგანიზაციებისთვის გვაქვს კორპორაციული შეთავაზება, როგორც ტრენინგის ღირებულებასთან, ისე კურიკულუმთან დაკავშირებით

-

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 20 მარტი.

რეგიტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ თანდართული ბმული:

https://goo.gl/forms/3fWo3PlZlT

საკონტაქტო პირი:

გიორგი გოგუაძე ( +995 598 55 43 84 )

giorgigoguadze.ydc@gmail.com