რომ ნოდარ ჯავახიშვილი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ერთადერთი კაცი იყო, ვინც ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის იბრძოდა და ამას მიაღწია კიდეც.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას". შესაბამისად, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა და არა გაცვლითი კურსის კონტროლი. საქართველოს ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, რაც სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის დოლარზე მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმით დარეგულირებას გულისხმობს.ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე იყო. 1993 წლის 29 აპრილიდან 1995 წლის 6 ოქტომბრამდე საქართველოში გაცვლის საშუალება კუპონი იყო. 1993 წლის 3 აგვისტოდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, იგი ერთადერთი გადახდის საშუალება გახდა. 1 კუპონის ღირებულება 1 რუსული რუბლი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ჰიპერინფლაცია იყო, 1 დოლარის ღირებულება 5 000 კუპონის ფარგლებში მერყეობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1993 წლის 7 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 5 690 კუპონს უდრიდა. 1993 წლის ბოლოსთვის კუპონი 1 700%-ით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარმა 102 300 კუპონი შეადგინა.
გრაფიკი 1:
დოლარის გაცვლითი კურსი კუპონთან მიმართებაში (1993-1995 წლები)
1994
წლის 20 სექტემბრისთვის კუპონის კურსმა 1 დოლართან მიმართებაში 2.4 მილიონი შეადგინა და 1993 წლის 7 აგვისტოსთან შედარებით 42 000%-ით გაუფასურდა. 1994 წლის სექტემბრის შემდეგ კუპონმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო და 1995 წლამდე, 9 თვის მანძილზე, 1.3 მილიონის ნიშნულზე იყო, რაც სავალუტო ფონდის მიერ რეზერვების ფორმირებისთვის გამოყოფილმა 27 მილიონმა დოლარმა განაპირობა. ჯამში, 1993-1995 წლებში, კუპონმა დოლართან მიმართებაში 22 800%-იანი დევალვაცია განიცადა.
1995წლის 25 სექტემბერს საქართველოში ოფიციალურ გაცვლის საშუალებად ლარი შემოვიდა და მისი კურსი დოლართან მიმართებაში 1.3-ზე დაფიქსირდა (კუპონს ექვსი ნული ჩამოშორდა). რეზერვების დახმარებით, 2 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებაში 1.3 ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა.
გრაფიკი 2:
ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში (1995-1998 წლები)
1998
წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 39%-ით გაუფასურდა და 1.8-მდე ავიდა. აღნიშნული გაუფასურება ძირითადად აზიის ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა, რომელმაც ჩვენი რეგიონის ქვეყნებზეც დიდი გავლენა მოახდინა. ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე 1998 წლის მარტის ჩათვლით იყო. მარტის ბოლოს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.335 იყო და ის გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა.
1993-1996წლებში საქართველოში ჰიპერინფლაცია იყო. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1993 წელს - 7 488% და 1994 წელს - 6 474% დაფიქსირდა. ლარის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ, 1996 წლის სექტემბერში, წლიურმა ინფლაციამ 49.6% შეადგინა. 1997 წლის იანვარში ეს მონაცემი 36.3%-ს უდრიდა, ხოლო 1998 წლის იანვარში ინფლაცია შემცირდა და 6.7% შეადგინა.
ცხრილი 3:
დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში (1998-2003 წლები)
აღსანიშნავია ისიც, რომ 1999 წლის პირველ კვარტალში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2-ზე მაღალი იყო. 1999 წლის აპრილიდან 2004 წლის დეკემბრამდე ვალუტის კურსი შედარებით სტაბილური იყო და 1.93-დან 2.18 ფარგლებში მერყეობდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იყო.
დასკვნა
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა გაცვლითი კურსის კონტროლი.
1993წელს საქართველოში გაცვლის საშუალებად კუპონი შემოიღეს. ნოდარ ჯავახიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში (1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე), 1993-1995 წლებში კუპონის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 22 800%-ით გაუფასურდა. 1995 წელს კუპონის არსებობის უკანასკნელი 9 თვის მანძილზე ვალუტა დოლართან მიმართებაში 1.3 მილიონზე დასტაბილურდა, რაც შეიძლება იმას მივაწეროთ, რომ საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 27 მილიონი გამოუყო რეზერვების ფორმირებისთვის.
1995წელს მიმოქცევაში შემოვიდა ლარი, რომლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.3 დაფიქსირდა. 1998 წლის ბოლოს ლარის კურსი დოლართან 39%-ით გაუფასურდა და 1.8 შეადგინა. ნოდარ ჯავახიშვილის ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში ლარის კურსი 1.335 იყო, თუმცა გაუფასურების ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა. 1993-1996 წლებში საქართველოში ჰიპერინფლაცია იყო. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1993 და 1994 წლებში დაფიქსირდა. ლარის შემოღების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ორნიშნა ინფლაციის ტემპით ხასიათდებოდა, თუმცა 1998 წლის იანვარში (ნოდარ ჯავახიშვილის პრეზიდენტობის პერიოდი) ეს რიცხვი 6.7%-მდე დაეცა. ლარი სტაბილურ ნიშნულზე იყო 1999-2003 წლებში, როდესაც ის 1.93-დან 2.16 ნიშნულზე მერყეობდა. ამ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იყო.
ფაქტ-მეტრის აზრით, არასწორია იმის შეფასება, თუ რამდენად იქონია ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ გავლენა ისეთ კომპლექსურ პროცესზე, როგორც ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა. ეს არის რთული და მრავალკომპონტენტიანი პროცესი, რომელზეც რეალურ გავლენას სხვადასხვა ფაქტორები და ინსტიტუტები და არა ცალკე აღებული ადამიანები ახდენენ. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი მოცემულ შემთხვევაში სიტუაციისა ანალიზით შემოიფარგლება და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.