ჩამოაყალიბეს. ფაქტობრივად, საყოველთაო განხილვას არც ერთ ქალაქში აღნიშნულ მუხლზე დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია.
კონსტიტუციის 94-ე მუხლი გულისხმობს, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის უფლებაც აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას და, ამავდროულად, რეფერენდუმის თემას არ შეიძლება წარმოადგენდეს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია. 94-ე მუხლსა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში ნათლადაა განმარტებული, რას გულისხმობს ეს შეზღუდვა. საუბარია იმაზე, რომ საგადასახადო ტვირთი არ უნდა გაიზარდოს, ხოლო ორგანულ კანონში განსაზღვრულია მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრები:
- ნაერთი ბიუჯეტისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს;
- ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს;
- სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს.
ე მუხლიცა და ეკონომიკური თავისუფლების აქტიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული კანონებია, რომელთა გაუქმებასაც მემარცხენე ეკონომიკური იდეოლოგიების მქონე სხვადასხვა პარტია, თუ მოძრაობა, მისი მიღების დღიდან ითხოვს.
მთავარი არგუმენტი, რომელსაც კანონისა და კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმების მომხრეები ასახელებენ, არის ის, რომ ხელისუფლებას თავისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საშუალება უნდა ჰქონდეს. მათი თქმით, მოცემულ პირობებში, სახელისუფლებო პარტია ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვის საშუალებას მოკლებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლებას მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ეკონომიკის ზოგადი პრინციპების გადახედვა, მათ შორის საგადასახადო სისტემის შეცვლა, არ შეუძლია.
საგადასახადო სისტემაზე საუბრისას, არსებული სისტემის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად სოციალური უთანასწორობა მოჰყავთ. ამ უთანასწორობასთან ბრძოლა, მათი აზრით, შესაძლებელია საგადასახადო სისტემის იმგვარი ცვლილებით, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე რაც შეიძლება ნაკლები საგადასახადო ტვირთი მოდიოდეს და შემოსავლის ზრდასთან ერთად საგადასახადო ტვირთიც იზრდებოდეს (ე.წ. პროგრესული საგადასახადო სისტემა). ამგვარი საგადასახადო სისტემა ვერტიკალური პრინციპისაა და დღეს მოქმედი ჰორიზონტალური სამართლიანობის პრინციპის მქონე სისტემისაგან რადიკალურად განსხვავდება. European.ge-ს სტატიაში,რომელიც 94-ე მუხლის გაუქმების არგუმენტებს მოიცავს, ვკითხულობთ: "როდესაც მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს თავისუფლების აქტის პოლიტიკის სიკეთეებზე საუბრობდა, მთავარი არგუმენტი აქაც სწორედ რეფერენდუმის მომენტი იყო: მისი და მისი თანამოაზრეების თქმით, "ხალხის ნებას უნდა გადაეწყვიტა" საგადასახადო პოლიტიკის ღრმად ნიუანსური საკითხები. მაშინ როდესაც ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ რთული და კომპლექსური სფეროს "ხალხის ხმისათვის" მინდობა, იმ გამონაკლის შემთხევაშიც კი, თუ მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას მოინდომებდა მომავალში, ნიშნავდა ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ არა ხალხის ნების, არამედ დომინანტური ლოგიკის ასახვას რეფერენდუმის შედეგებში".
ამგვარად, შეგვიძლია მოცემული მუხლის გაუქმების მომხრეების არგუმენტები შემდეგ პოსტულატებში ჩამოვაყალიბოთ:
- პარლამენტის როლის ზრდა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში;
- სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა;
- მემარცხენე იდეოლოგიების პოლიტიკური პარტიების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მემარჯვენე "პოპულისტურ" პარტიებთან ჭიდილში.
მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე თანასწორი სახელმწიფო სლოვენიია, ხოლო უთანასწორო - ლესოტო.
ჯინის ინდექსი არ შეიძლება სერიოზულ არგუმენტად აღვიქვათ, ვინაიდან თუ სახელმწიფოებს ამ კოეფიციენტის მიხედვით ადგილებს მივანიჭებთ, გამოვა, რომ სომხეთი უსწრებს ევროკავშირს, ბანგლადეში გაერთიანებულ სამეფოზე წინ აღმოჩნდება, ლუქსემბურგს გაუსწრებს პაკისტანი, ბელორუსი - თითქმის ყველას და სოციალური თანასწორობის მაჩვენებლით მე-10 ადგილზე იქნება. ამგვარად, ჯინის ინდექსზე მნიშვნელოვან მონაცემად, ცალსახად, უნდა მივიჩნიოთ მშპ ერთ სულ მოსახლეზე. მეტწილად, სწორედ მშპ-ის ზრდას გულისხმობს ეკონომიკური წარმატება. მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეთათვის ლიბერალური საგადასახადო/ეკონომიკური პოლიტიკა ამ ეკონომიკური ზრდის მიღწევის ყველაზე სწორი საშუალებაა. თავის მხრივ, European.ge-ს სარედაქციო ჯგუფის წევრ თორნიკე ჩივაძის აზრით, "ეს არგუმენტი სასაცილოა და არ საჭიროებს ზედმეტ განხილვას".
მოცემული საკანონმდებლო ბაზის შენარჩუნების მომხრეები აპელირებენ შემდეგ საკითხზეც: უნდა ვკითხოთ ხალხს, შეუძლია თუ არა მეტის გადახდა? აქვს მას სურვილი, მეტი გადაიხადოს? მეტ-ნაკლებად ეს არგუმენტი სწორიცაა და პოპულისტურიც. ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ფაქტობრივად, შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება, შესაბამისად, არსებული სისტემის შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში 90 დეპუტატით მოსულმა მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა შეასრულოს საკუთარი დაპირებები, ვინაიდან იგი ვერ შეცვლის კონსტიტუციას და ვერ დანიშნავს რეფერენდუმს. თავის მხრივ, კანონი მიზნად ისახავდა სწორედ ამას: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობის უზრუნველყოფას იმგვარად, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ყოფილიყო მათი შეცვლა.
კიდევ ერთი არგუმენტი შეეხება სოციალური თანასწორობისა და ეკონომიკური თავისუფლების იდეოლოგიურად დაპირისპირებულ საკითხებს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე გადაცემა "განსხვავებულ აზრში" საუბრისასყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საგადასახადო სისტემაზე დავა სულ ტყუილადაა წარმოდგენილი, როგორც იდეოლოგიური დაპირისპირება. მისი თქმით, ეს საუბარი არის არჩევანი სწორ და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, სადაც ან ვართმევთ ადამიანებს პატიოსანი შრომით მოპოვებულ თანხას და არ ვეკითხებით მას უნდა თუ არა ამ თანხის გადახდა, ან ვატარებთ სწორ, სტიმულებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
საინტერესოა ისიც, რომ თავისუფლების აქტში ვკითხულობთ: "თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში". ლიბერალური ეკონომიკური მიდგომების ასეთი დაფიქსირება და შემდგომ მისი ასახვა და გარანტირება ქვეყნის უმთავრესი კანონით, ნამდვილად შეიძლება ნაკლებად დემოკრატიულად ჩაითვალოს. ამასთან, აღნიშნული მუხლები მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს ოპონირებისას წამგებიან პოზიციაში აყენებს. მიუხედავად ამისა, ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ლიბერალური საგადასახადო სისტემა და პროგნოზირებადი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო. ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეკონომიკის ზრდის ყველაზე სწრაფი მედოთია, არ შეიძლება წარმოადგენდეს დავის საგანს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2016 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციებს მიმოიხილავდა და წერდა,რომ ინვესტორები სწორედ თავისუფლების ინდექსის მსგავსი რეიტინგების მიხედვით იღებენ ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილებას. ამ ინდექსის მიხედვით საქართველო 178 ქვეყანას შორის მე-13 ადგილს იკავებს. ინდექსს იკვლევს ამერიკული ორგანიზაცია The Heritage Foundation, რომელიც ყურადღებას სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს. საქართველოსთვის სისუსტეებად კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაუცველობა და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი თავისუფლება სახელდება, ხოლო ისეთი მაჩვენებლით, როგორიცაა საბიუჯეტო დანახარჯების მიმართება მშპ-თან, ბაზრის თავისუფლება და საგადასახადო სისტემის თავისუფლება, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს.
საგადასახადო სისტემის მაჩვენებელს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის რეიტინგიც ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის დათვლისას. ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის შესახებ 2015 წელს ფაქტ-მეტრიც წერდა.ამ რეიტინგში გათვალისწინებულია არამარტო გადასახადების მოცულობა, არამედ მათ გადახდაზე დახარჯული დროც. მიიჩნევა, რომ მსოფლიო ბანკის ეს მონაცემიც "სამაგიდო წიგნია" ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 94-ე მუხლისა და თავისუფლების აქტის საკითხი აქტუალობას ინარჩუნებს. ეს მუხლი კონსტიტუციის ახალ პროექტში კვლავ რჩება, ხოლო თავად პროექტი ვენეციის კომისიაში "შემოწმებას" გადის. ამის პარალელურად, კამპანიის "კონსტიტუცია თანასწორობისთვის - არა Liberty Act-ს" წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში მოცემული ჩანაწერის შესახებ აზრის დაფიქსირებას სთხოვენ.