ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი სარგოს, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოების დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამასთან, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სარგო (თავი 4, მუხლი 41). შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოებისა და პრემია-დანამატის ოდენობა საკრებულოს რეგლამენტით მიიღება. მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეების თვიური სარგო საშუალოდ 2 650 ლარს შეადგენს. ზოგ შემთხვევებში ამას ემატება პრემია ან/და დანამატი.
იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში აღებული აქვთ პრემია, ხოლო დანამატი მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს დაერიცხა.სამი წლის განმავლობაში პრემია და დანამატი არ აუღია ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბაღდათის გამგებელს, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეს და ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესახებ დადგენილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს პრემიისა და დანამატის მიღების უფლება არ აქვთ. 11 მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შორის ყველაზე ნაკლები ხელფასიც ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ აიღო.
ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი შრომა ყველაზე ძვირად შეაფასეს ზესტაფონის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. თითოეულს ჯამში 110 770 ლარი აქვს მიღებული, თანამდებობრივი სარგოს (92 750 ლარი), პრემიისა (15 370 ლარი) და დანამატის (2 650 ლარი) სახით. ზესტაფონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარესა და ხარაგაულის გამგებელთან ერთად, შედიან იმ ოთხ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში მიღებული აქვთ როგორც პრემია, ისე დანამატი. ამასთან, შესამჩნევია ერთი მონაცემი, რომელიც ხარაგაულის გამგებელს უკავშირდება. ხარაგაულში თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნების შემდეგ გამგებლად კობა ლურსმანაშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტარი გახდა. მას 2014 წლის ბოლო ექვს თვეში აღებული აქვს ყველაზე მეტი დანამატი 7 950 ლარის ოდენობით, ასევე 2016 წელს პირველ ექვს თვეში მასზე გაიცა 5 300 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი. მომდევნო გამგებელს კი ამ წლის დარჩენილი 6 თვის განმავლობში პრემია და დანამატი არ დარიცხვია.
პრემია-დანამატის სახით მიღებული თანხით, ზესტაფონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, გამოირჩევიან ხარაგაულის გამგებელი (13 450ლარი) და სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე (12 950 ლარი).
ცხრილი 1:
იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ანაზღაურება 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით (ლარი)
მუნიციპალიტეტი | თანამდებობა | მიღებული თანამდებობრივი სარგო | პრემია-დანამატის ჯამი | სულ | |||
ხელფასი | პრემია | დანამატი | |||||
1 | საჩხერე | გამგებელი | 93 819 | 9 275 | 103 094 | ||
საკრ. თავმჯდომარე | 93 672 | 9 275 | 9 275 | 102 947 | |||
2 | ტყიბული | გამგებელი | 93 692 | 3 975 | 3 975 | 97 667 | |
საკრ. თავმჯდომარე | 72 589 | - | - | - | 72 589 | ||
3 | ვანი | გამგებელი | 92 750 | 5 514 | 5 514 | 98 264 | |
საკრ. თავმჯდომარე | 92 750 | 12 100 | 12 100 | 104 850 | |||
4 | თერჯოლა | გამგებელი | 92 850 | 10 600 | 10 600 | 103 450 | |
საკრ. თავმჯდომარე | 88 027 | 7 215 | 7 215 | 95 242 | |||
5 | წყალტუბო | გამგებელი | 92 550 | 9 938 | 9 938 | 102 488 | |
საკრ. თავმჯდომარე | 92 750 | 7420 | 7420 | 100 170 | |||
6 | ჭიათურა | გამგებელი | 92 750 | 9 010 | 9010 | 101 770 | |
საკრ. თავმჯდომარე | 93 910 | 6360 | 6360 | 100 270 | |||
7 | სამტრედია | გამგებელი | 92 750 | 10 335 | 10 335 | 103 085 | |
საკრ. თავმჯდომარე | 92 750 | 10 335 | 2 650 | 12 950 | 105 736 | ||
8 | ზესტაფონი | გამგებელი | 92 750 | 15 370 | 2 650 | 18 000 | 110 770 |
საკრ. თავმჯდომარე | 92 750 | 15 370 | 2 650 | 18 000 | 110 770 | ||
9 | ხონი | გამგებელი | 95 400 | 8 075 | 8 075 | 103 475 | |
საკრ. თავმჯდომარე | 95 400 | 8 075 | 8 075 | 103 475 | |||
10 | ხარაგაული | გამგებელი | 83 702 | 2 850 | 10 600 | 13 450 | 97 152 |
საკრ. თავმჯდომარე | 82 038 | - | - | - | 82 038 | ||
11 | ბაღდათი | გამგებელი | 92 665 | - | - | - | 92 665 |
საკრ. თავმჯდომარე | 92 750 | - | - | - | 92 750 |