რომ მისი მერობის დროს არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ არსებობს, გარდა ერთისა.
ფაქტ-მეტრმა გააანალიზა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაშიმოცემული და მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული დაპირებები. აღნიშნული დაპირებებისთვის წარმოდგენილია დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისი მიმართულებით:
- მოწესრიგდება სატრანსპორტო ქსელი. შესაძლებლობების ფარგლებში გაიზრდება სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა (საარჩევნო პროგრამა, გვ. 4).
ავტობუსები თავდაპირველად სატესტო რეჟიმში, რამდენიმე ხაზზე მოძრაობდნენ, ამ დროისთვის კი სრული დატვირთვით მუშაობენ.
შემოყვანილი ავტობუსების ჩათვლით, თბილისს 510 ავტობუსი ემსახურება. აღნიშნული რაოდენობა თბილისის მასშტაბით ეფექტიან გადაადგილებას სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს. შემოყვანილი ავტობუსებით არსებული ტრანსპორტი ჩანაცვლდა,გადაადგილების ახალი ხაზები კი არ გაჩენილა. შესაბამისად, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად თბილისის სატრანსპორტო ქსელი მოწესრიგებული არ არის.
რაც შეეხება ქალაქის მიკროავტობუსებს, მათ განაწილებას მთლიანად განსაზღვრავს შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, რომელსაც 2011 წლიდან 20 წლის ვადით აქვს მოპოვებული თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა. ბოლო წლების განმავლობაში „თბილისის მიკროავტობუსის“ სერვისის განახლების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
- ძალზე მნიშვნელოვანია რკინიგზის ხაზის გადატანა ქალაქის პერიფერიულ ნაწილში და ამ გზით რეკრეაციული და კომერციული სივრცის გამოთავისუფლება (გვ. 4).
ვიგებთ, მასზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ამდენად, ამ დროისთვის რკინიგზის ხაზი ქალაქის პერიფერიულ ნაწილში გადატანილი არ არის. მიმდინარე პროექტის მიხედვით, შემოვლითი გზით, სავარაუდოდ, მხოლოდ სატვირთო მატარებლები ისარგებლებენ.
- პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად ხელს შევუწყობთ ქალაქის სხვადასხვა უბანში მიწისქვეშა და მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობას (გვ. 4).
რომელიც განხორციელების პირველ საფეხურზეა. პროექტის მიხედვით, ქალაქის მასშტაბით 10 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგი უნდა მოეწყოს. საპარკინგე ადგილების პროექტირება დასრულებულია, შერჩეულია ლოკაციებიც, თუმცა, მშენებლობის პროცესი არ დაწყებულა.
საარჩევნო პროგრამაში ამ მიმართულებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მერობის პერიოდში დავით ნარმანიამ კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქალაქის მერი აცხადებდა, რომ კომპანიას მუნიციპალიტეტის მერიამ კონკრეტული მოთხოვნები წარუდგინა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი, „რთული გადაწყვეტილებების“ მიღებაცარ იყო გამორიცხული. მიუხედავად ამისა, კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები ამ დრომდე არ შეცვლილა და ის თავდაპირველი სახით არსებობს.
- დადგინდება სანაგვე ურნების ოპტიმალური რაოდენობა (გვ. 5).
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქის დასუფთავება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებაა. ურნების ოპტიმიზაციას ხსენებული ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
დავით ნარმანიას მერობის პერიოდში კომპანიამ ურნების ოპტიმიზაციის პროცესი განაახლა და ქალაქის მასშტაბით ნაგვის ახალი კონტეინერები განათავსა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან „თბილსერვის ჯგუფმა“ ქალაქის მასშტაბით 29 ერთეული დამატებითი ნაგავმზიდი მანქანა შემოიყვანა.რამდენად გვხვდება ამ ეტაპზე ქალაქში ნაგვის ურნებისა და დასუფთავების ინფრასტრუქტურის ოპტიმალური რაოდენობა ძნელი სათქმელია, თუმცა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის მონიტორინგიდან გამომდინარე ჩანს, რომ დასუფთავების მიმართულებით კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას ნამდვილად ასრულებს.
- მოხდება უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და საერთო ბაზის შექმნა მათი მდგომარეობის მონიტორინგის გზით (გვ. 5).
„ცხოველთა მონიტორინგის სამსახური“, რომელსაც ქალაქის უპატრონო ცხოველების კონტროლი დაევალა. 2015 წლის აპრილიდან „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა“ შეიმუშავა ქალაქის ცხოველთა პოპულაციის მართვის გეგმა, ასევე შექმნა და გაააქტიურა ერთიანი ბაზა ცხოველთა მდგომარეობის მართვის მიზნით.
სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წლისთვის „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა“ თბილისში ბინადარი უპატრონო ცხოველების პოპულაცია 44 ათასი ცხოველით განსაზღვრა.განახლებული სტატისტიკა ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით დაპირება შესრულებულია, ფაქტ-მეტრის მიერ ჩატარებული კვლევისმიხედვით, „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის“ ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს. როგორც ირკვევა, სამსხურის ბიუჯეტი 3.2 მლნ ლარია, საიდანაც ცხოველთა მოვლა-შენახვაზე 232 ათასი ლარი იხარჯება, ხოლო დარჩენილი თანხა ადმინისტრაციული ხარჯებია.
- შშმ პირებისთვის ადაპტირდება ქალაქის ინფრასტრუქტურა (გვ. 6).
დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ შშმ პირებისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურა ადაპტირდება ისე, რომ მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება. ნარმანიას მერობის პერიოდში, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თვითმართველობის ორგანოში 2015 წლიდან ფუნქციონირებს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ასევე შემუშავებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების გეგმა. გეგმის მიხედვით ამ დროისთვის ადაპტირებულია თბილისში შემოყვანილი ახალი ავტობუსები, თბილისის მერიის პირველი სართული, მთაწმინდის პანთეონი და პეკინის ქუჩა.
მიმდინარეობს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, პარკებისა და სკვერების ადაპტირება. ასევე, დამუშავების პროცესშია მეტროსადგურებისა და რამდენიმე მუზეუმის ადაპტირების პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებისა, ქალაქის მასშტაბით დამოუკიდებლად გადაადგილება შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი სივრცეების მოუწყობლობის გამო ისევ შეუძლებელია.
- შეიქმნება უწყვეტი გადამზადების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს უმოკლეს დროში დაეუფლონ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს (გვ. 6).
მოქალაქეთა გადამზადების მიმართულებით ქალაქის მერია აქტიურად 2015 წელს მუშაობდა, შემდეგ კი ეს საქმიანობა შეწყდა.
თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავით ნარმანიამ „ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური“ შექმნა, რომელმაც თბილისის მასშტაბით გადამზადების პროგრამების მართვის ფუნქციაც შეითავსა. სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა „მეწარმეთა მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 1 000 ადამიანი. ასევე ჩატარდა რამდენიმე მიმართულების პროფესიული ტრენინგიც. 2015 წელს მერიის გადამზადების კურსები გაიარა სასტუმროების 300-მა თანამშრომელმაც.მერიის ვებგვერდზე მოქალაქეების გადამზადებასთან დაკავშირებით განხორციელებული სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
- გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების ვალდებულება, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელი პირობა (გვ. 7).
შესაბამისად, ამ მიმართულებით წინასაარჩევნო პროგრამაში მოცემული დაპირება, რეგულაციების კუთხით, შესრულებულია. თუმცა, ცალკე დისკუსიის საგანია განხორციელებული ცვლილებების ქმედითობა და რეგულაციის ეფექტიანი ადმინისტრირების საკითხი.
- მოხდება განაშენიანების წესების ოპტიმიზაცია. ახალი მშენებლობის შემთხვევაში სავალდებულო გახდება მიწის იმავე ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა (გვ. 7).
გაწერილი იყო მინიმუმ ერთ საცხოვრებელ ფართზე ერთი ავტოსადგომის მშენებლობის ვალდებულება (მუხლი 41).
2016 წლის დადგენილებით,საცხოვრებელი ფართის ზომა დაკონკრეტდა და რეგულირების წესებში გაიწერა, რომ საცხოვრებელი ფართის ყოველ 150 კვადრატულ მეტრზეა სავალდებულო ავტოსადგომის ერთეულის მოწყობა (მუხლი 39). სხვა მხრივ ცვლილებები არ განხორციელებულა. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პრორამაში განსაზღვრული იყო, რომ ავტოსადგომების მოწყობის წესები დადგინდებოდა არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სხვა ტიპის (საოფისე, სამედიცინო) მშენებლობებისთვისაც, რაც რეგულირების წესების ამ დროისთვის ხელმისაწვდომ ვერსიაში გაწერილი არ არის.
- ქალაქის მაცხოვრებელთათვის და ტურისტებისთვის საველოსიპედო ბილიკების მოწყობა (გვ. 9).
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისში მიმდინარე წლის დასასრულამდე 32 ველოგაჩერება უნდა გაკეთებულიყო.
ამ ეტაპისთვის 8 კილომეტრიანი ბილიკი დედა ენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდეა გახსნილი, თუმცა ინფრასტუქტურის მდგრადობა და ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშაა,რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ამ შემთხვევაში ველოსიპედის ბილიკად საფეხმავლო ტროტუარია გამოყენებული და დამატებითი ინფრასტრუქტურის მონტაჟი მნიშვნელოვან მონაკვეთზე არ შეინიშნება.
წლის ბოლომდე მცირე ზომის ბილიკი უნდა გაიხსნას დიღომშიც. გარდა 8 კილომეტრიანი მონაკვეთისა, ველოსიპედით გადაადგილება სპეციალურ ზოლში შესაძლებელია პეკინის ქუჩაზეც.
მოწყობილი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით ველოსიპედით გადაადგილება ისევ პრობლემურია. გახსნილი ბილიკები ერთმანეთს არ უკავშირდება, რაც ქალაქში ველოსიპედით მოძრაობას ართულებს.
- მიუსაფარი მოქალაქეებისთვის მოეწყობა თავშესაფრები (გვ. 10).
თავშესაფარი მიუსაფარი მოქალაქეებისთვის. თავშესაფარში ბენეფიციარებს 24 საათიან რეჟიმში შეუძლიათ შეთავაზებული მომსახურების მიღება. თავშესაფარმა პირველი მოქალაქეები 2016 წლის 1 იანვრიდან მიიღო.
ლილოს თავშესაფრამდე თბილისში მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გახსნილი იყო კარვების ქალაქი.
მიუხედავად განხორციელებული პროექტისა, აღსანიშნავია, რომ ცენტრში ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები მაინც არსებობს. თავშესაფარში განთავსებისთვის მიუსაფარი ბენეფიციარი თბილისის მოქალაქე უნდა იყოს,რაც პროგრამის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის პრობლემური კრიტერიუმია. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში მიუსაფარი მოქალაქეები პირადი სურვილის საფუძველზე თავშესაფარში გადასვლისგან თავს იკავებენ, რაც პროგრამის სათანადოდ მართვას ართულებს.
- მდინარე მტკვირს გასწვრივ მოხდება საერთო საქალაქო რეკრეაციული სივრცის განვითარება (გვ. 49).
ქალაქის გენერალურ გეგმაში მდინარე მტკვრის სანაპიროების კეთილმოწყობა და გამწვანებაა ჩადებული. პროექტი მალე ამოქმედდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.
- თბილისის ზღვის ირგვლივ შეიქმნება კომპლექსური ზოოლოგიური პარკი (გვ. 49).
და ახალი პარკის მაკეტიც გამოაქვეყნა.
2016 წელს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ვოლიერების მშენებლობა დაიწყო. 2017 წელს კი ზოოპარკში ცხოველების პირველი ნაწილი განთავსდა.ამ დროისთვის თბილისის ძველ ზოოპარკში ცხოველები ისევ რჩებიან და მათი გადაყვანა ახალ ვოლიერებში ეტაპობრივადაა დაგეგმილი.
თბილისის ზღვაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობასთან ერთად დავით ნარმანიამ ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტიც დააანონსა. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით,აღნიშნული პროექტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, მისი შესრულება 3-4 წლის განმავლობაში ვერ დაიწყება.
- თბილისში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (250 ლარის ნაცვლად 500 ლარი) (გვ. 9).
მართლაც იყო ჩადებული, რომ 70 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველები დახმარების სახით მიიღებდნენ 500 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს, რაც 2015 წლამდე არსებული სოციალური დახმარების გაორმაგება იქნებოდა. 2015 წლის განმავლობაში მიმდინარე ცვლილების შედეგად აღნიშნული ჩანაწერი შეიცვალა და 500 ლარის დახმარების სახით გაცემაზე საუბარი ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიაში წლის ბოლოს აღარ ყოფილა. შესრულების მაჩვენებლების მიხედვით კი გაირკვა, რომ შესაბამისი ქულების მქონე ბენეფიციარებმა კომუნალური ვაუჩერის სახით დახმარება 6-ჯერ მიიღეს, ჯამური 432 ლარის სახით (ერთი ოჯახის მიერ მიღებული).
2016წლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, სოციალურად დაუცველმა თითო ოჯახმა კომუნალური ვაუჩერის სახით 274 ლარი აიღო. რაც შეეხება 2017 წელს, თბილისის მიმდინარე ბიუჯეტის უახლესი კორექციით, კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს 200 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი. თანხის რაოდენობას კი მუნიციპალიტეტის მთავრობა საჭიროებისამებრ განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ კომუნალური სუბსიდირების ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირდება. 2016 წელს ბიუჯეტმა 25.6 მლნ ლარი შეადგინა, 2015 წელს ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2017 წლისთვის ამ მიმართულებით 11.5 მლნ ლარის დახარჯვააა გათვალისწინებული.
- თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებს 500 ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპების შემთხვევაში ეს ვაუჩერი თითოეული ბავშვისთვის ცალკე გაიცემა (გვ. 9).
ხსენებული პროგრამა თბილისის ბიუჯეტსა და მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის არქივში არ იძებნება.
- თბილისში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით ყოველ დაბადებულ მე-3 ბავშვზე მიიღებენ 800 ლარს, მე-4 ბავშვზე 1 000 ლარს, მე-5 და შემდგომ ბავშვზე 1 500 ლარს (გვ. 9).
მიუხედავად პროგრამის არსებობისა, თბილისის მერიის არც ერთ ბიუჯეტში დაკონკრეტებული არ არის თუ რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ შეღავათით.
გარდა საარჩევნო პროგრამაში გაწერილი გეგმისა, წინასაარჩევნოდ დავით ნარმანიამ სხვა მნიშვნელოვანი დაპირებაც გააჟღერა. მაგალითად, მისი მერობის პერიოდში მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით. მოსახლეობას იგი საარჩევნო პროგრამაზე მეტად სწორედ ამ დაპირებით ახსოვს. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრმა ანალიზი მკითხველს რამდენჯერმე შესთავაზა.ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პროექტ „მილიონი ხის“ დაწყებიდან დღემდე ქალაქში 700 000-მდე ხე დაირგო, უდიდესი ნაწილი 2014-2015 წლებში. ხეების უმრავლესობა დენდროლოგიურ პარკში დაირგო, ერთი წლის თავზე კი უმეტესობა გახმა. 2016-2017 წლის გეგმის მიხედვით, თბილისის მერია ყურადღებას რაოდენობაზე მეტად დარგული ხეების ხარისხზე ამახვილებს. ამ პერიოდში შეძენილი ერთი ხის ნერგი საშუალოდ 25 ლარი ჯდება, რაც 2016 წლიდან დარგული ნერგების რაოდენობაზე ადეკვატურადაა ასახული. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერია ამ დრომდე არ ასაჯაროებს დარგული ხეების გახარების კოეფიციენტს, რაც გაწეული საქმიანობის ეფექტიანობის საზომად გამოდგებოდა.
მილიონ ხესთან ერთად ახლადარჩეულმა დავით ნარმანიამ „ახალგაზრდული ცენტრის“ მშენებლობაც დააანონსა.„ახალგაზრდული ცენტრი“ თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. ცენტრი ამ დრომდე არ აშენებულა, თუმცა, როგორც ქალაქის მერი ამბობს, ამ მიმართულებით პროექტი უკვე არსებობს.
პოსტის დაკავებიდან მოკლე დროში დავით ნარმანია ლილოს ნაგავსაყრელის დახურვაზეც საუბრობდა.მისი განცხადებით, ნაგავსაყრელი დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყო და აქედან გამომდინარე, მასშტაბური ეკოლოგიური პრობლემის თავიდან ასაცილებლად, უახლოეს მომავალში უნდა დახურულიყო. დავით ნარმანიას მერობის ვადის ამოწურვისას ლილოს ნაგავსაყრელი ისევ ფუნქციონირებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დავით ნარმანიას მერობის სამი წლის თავზე ქალაქის მასშტაბით დაპირებული ცვლილებების ნაწილი განხორციელებულია. მიუხედავად ამისა, ქალაქში ისევ რჩება პრობლემები საცობების, პარკირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის სახით. შეიძლება ითქვას, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებაში თბილისის მუნიციპალური ხელისუფლება, ნარმანიას ხელმძღვანელობით, ნაკლებად ეფექტური იყო, რასაც ადასტურებს „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის ამჟამინდელი კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაც. იგი სწორედ იმ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რომელთა გადაჭრაც მისივე თანაგუნდელის მერობის პერიოდში ვერ მოხერხდა.