ანალიზი

Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორიგაავრცელა შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის მიმოწერის ამსახველი სურათი, რომელიც, მათი მტკიცებით, ექსკლუზიურად ჩაუვარდათ ხელთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გვერდი აქტიურად ცდილობს „სირცხვილიას“ აქციების დისკრედიტაციას და მათ მიერ ამ სურათის გავრცელებაც იმავე მიზანს ემსახურება.

ეჭვს იწვევს ის ფაქტი, თუ რა გზით აღმოჩნდებოდა მიმოწერის სურათი Facebook-გვერდ „სირცხვილის კორიდორის“ ხელში, რადგან პირად Facebook-მიმოწერაზე წვდომა მხოლოდ მის მონაწილეებს აქვთ.

ეს მიმოწერა მალევე უარყვეს, როგორც შოთა დიღმელავშილმა, ისე მარიამ გეგუჩაძემ. შოთა დიღმელაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ „ეს არის ყალბი სქრინი“.

მარიამ გეგუჩაძემაც Facebook-ზე უარყო აღნიშნული მიმოწერა და განაცხადა, რომ „ამ დროს მე და შოთა ერთად ვიყავით“ და მტკიცებულებად წარმოადგინა მის მიერ გადაღებული 9:14-ზე გადაღებული შოთა დიღმელაშვილის ფოტო აქციაზე (გავრცელებულ მიმოწერაში შოთა დიღმელაშვილი მარიამ გეგუჩაძეს 10:49-ზე ეკითხება, თუ სადაა). მარიამ გეგუჩაძე ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან, ხოლო შემდეგ პარლამენტთან აქციებზე, სადაც შოთა დიღმელაშვილიც იმყოფებოდა, ჩანს პირდაპირ ეთერებში (იხილეთ შემდეგ ბმულებზე: 1, 2, 3) დაახლოებით 10:21-ზეც და 11:04-ზეც.