აჭარის ა/რ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები 32 248 300 ლარით იზრდება და 322 094 300 ლარს შეადგენს. გადასახდელები 350 094 300 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, პარამეტრი 7 890 900 ლარით იზრდება. რაც შეეხება ნაშთის ცვლილებას, შარშან მაჩვენებელი 52 357 400 ლარი იყო, წელს კი 28 000 000 ლარია დაგეგმილი.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის დაგეგმილი შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
დასახელება |
2019 წლის გეგმა, ლ |
2020 წლის გეგმა, ლ |
შემოსულობები |
289846 000 |
322094 300 |
შემოსავლები |
270996 000 |
301250 000 |
არაფინანსური აქტივების კლება |
18850 000 |
20844 300 |
ფინანსური აქტივების კლება (ნაშთის გამოკლებით) |
0 |
0 |
გადასახდელები |
342203 400 |
350094 300 |
ხარჯები |
249623 900 |
246711 100 |
არაფინანსური აქტივების ზრდა |
90440 400 |
100921 400 |
ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით) |
0 |
0 |
ვალდებულებების კლება |
2139 100 |
2461 800 |
ნაშთის ცვლილება |
-52357 400 |
-28000 000 |
წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი
აჭარის ა/რ ბიუჯეტში შემოსულობების ზრდა შემოსავლების ნაწილშია დაგეგმილი, ძირითადად, გადასახადების კომპონენტის ზრდის საფუძველზე. თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 261 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის დაგეგმილი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 11,11%-ით არის გაზრდილი და 290 მლნ ლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ბიუჯეტში, ხარჯების ნაწილში,2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1,17%-იანი კლებაა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების ხარჯები იზრდება.
ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტით დაგეგმილი ხარჯები
დასახელება |
2019 წლის გეგმა, ლ |
2020 წლის გეგმა, ლ |
ხარჯები |
249623900 |
246711 100 |
შრომის ანაზღაურება |
37056 400 |
39269 700 |
საქონელი და მომსახურება |
37139 700 |
44758 700 |
პროცენტი |
1912 300 |
1144 700 |
სუბსიდიები |
4 762 400 |
7575 800 |
გრანტები (გაცემული) |
66060 200 |
66757 300 |
სოციალური უზრუნველყოფა |
14438 300 |
15001 400 |
სხვა ხარჯები |
88254 600 |
72203 600 |
წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შარშან შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხა მთლიანი ხარჯების 14,84%-ს შეადგენდა. წელს კი გეგმის მიხედვით, 15,92% იქნება. თუ ადმინისტრაციული ხარჯის („საქონელი და მომსახურებას“ პლუს „შრომის ანაზღაურება“) ანალოგიური პერიოდების მაჩვენებელს ერთმანეთთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 13,25%-იანი ზრდაა დაგეგმილი. მთლიან ხარჯებთან მიმართებით კი ადმინისტრაციული ხარჯის წილი 2019 წელს 29,72% იყო, ხოლო 2020 წელს 34,06% იქნება, ანუ 4,34%-ით მეტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში იმ დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელთა შრომის ანაზღაურებაც აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ოთხი ერთეულით იზრდება.
ცხრილი 3. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დაგეგმილი ასიგნებები
დასახელება |
2019 წელი |
2020 წელი |
||||||
დასაქმებულთა რიცხოვნობა |
ხარჯი, ლ |
შრომის ანაზღაურება, ლ |
ასიგნება |
დასაქმებულთა რიცხოვნობა |
ხარჯი, ლ |
შრომის ანაზღაურება, ლ |
ასიგნება |
|
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო |
117 |
5106 800 |
3433 200 |
5370 800 |
117 |
5176 800 |
3433 200 |
5216 800 |
უმაღლესი საარჩევნო კომისია |
21 |
669 000 |
589 200 |
669 000 |
4 632 |
3105 200 |
2130 000 |
3111 000 |
საარჩევნო სისტემების დახვეწა და გაუმჯობესება |
21 |
669 000 |
589 200 |
669 000 |
21 |
711 000 |
631 200 |
710 200 |
არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა |
0 |
0 |
0 |
0 |
4 611 |
2395 000 |
1498 800 |
2400 000 |
მთავრობა |
68 |
3225 800 |
1828 200 |
3258 400 |
68 |
3220 200 |
1828 200 |
3250 200 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
269 |
26628 400 |
5456 200 |
98506 900 |
269 |
28183 900 |
5419800 |
113800 800 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო |
86 |
3770 900 |
2098 200 |
24176 400 |
86 |
3794 200 |
2101 800 |
29913 700 |
სახაზინო მომსახურება |
9 |
212 800 |
190 800 |
212 800 |
9 |
209 800 |
190 800 |
214 800 |
რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა |
37 |
4591 100 |
675 000 |
7302 100 |
37 |
4977 900 |
684 000 |
7277 900 |
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი |
46 |
8757 000 |
895 200 |
9121 800 |
46 |
9171 900 |
895 200 |
9711 300 |
საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
52 |
8273 800 |
995 800 |
56671 000 |
52 |
8788 500 |
946 800 |
64982 200 |
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო |
2 417 |
41063 900 |
18462 500 |
53191 200 |
2 416 |
43814 500 |
19065 600 |
56390 100 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
125 |
20651 400 |
2360 600 |
20662 200 |
127 |
20990 500 |
2384 600 |
21000 000 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
313 |
9058 900 |
4926 400 |
15186 200 |
316 |
12533 800 |
5008 200 |
15178 200 |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო |
212 |
4464 700 |
2690 200 |
4754 500 |
212 |
5070 500 |
2683 200 |
5474 100 |
მუნიციპალიტეტი |
2019 წლის გეგმა, ლ |
2020 წლის გეგმა, ლ |
ბათუმის |
30658 800 |
26000 000 |
ქობულეთის |
15753 100 |
13650 000 |
ხელვაჩაურის |
2394 000 |
2050 000 |
ქედის |
4238 700 |
3600 000 |
შუახევის |
4 850 000 |
4100 000 |
ხულოს |
3000 000 |
3000 000 |
წყარო: აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შარშან ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური ფინანსური დახმარება რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. წელს კი ამ მიზნით 8 მლნ ლარია გამოყოფილი.ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც 3 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის სპეციალური ფინანსური დახმარება გადაეცემა.
რაც შეეხება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, მათი დაფინანსების მაჩვენებელი 45 852 500 ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, 27,72%-ით ნაკლებია. ამ საწარმოთა შორის არის შპს „ჰიგიენა 2009“, რომელსაც სახელი შეეცვალა და ამ ეტაპზე „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ეწოდება. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2010 წელს დაწყებული პროექტი ჯერაც ვერ განახორციელა. აღნიშნულის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია 2018 წელს გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის დაფინანსება 3 153 000 ლარით დაიგეგმა. გარდა ამისა, 39 723 500 ლარით დაფინანსდება შპს „სტადიონი“, რომელიც ბათუმში 2018 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების სტადიონს აშენებს. იგივე ორგანიზაცია ახორციელებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, რომელის დასრულებაც არაერთხელ გადაიდო.
უნდა ითქვას, რომ განუხორციელებელი, დროში გაწელი და დაუსრულებელი პროექტები ბიუჯეტს ძვირი უჯდება, რადგან სესხების მომსახურებისთვის სოლიდურ თანხებს იხდის, პროექტიდან მისაღებ შედეგს კი ვერ იღებს. წელს ამ მიზნით ბიუჯეტში 1 144 700 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, უცხოეთიდან მიღებული სესხის დაბრუნების მიზნით, ბიუჯეტში 2 461 800 ლარია გათვალისწინებული.
2020 წელს აჭარის მთავრობას 12 669 500 ლარი მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის აქვს გამოყოფილი, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის საჭირო ქონების გამოსყიდვის სანაცვლოდ, 3 092 900 ლარის ოდენობის კომპენსაციას გასცემს.
ფოტო:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო