ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ქართული დროშა მართლაც იყო წარმოდგენილი.

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში ტრამპის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციიდან მომიტინგეების ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა და არეულობას მსხვერპლიც მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მიხედვით კი, ამ დროს კაპიტოლიუმის ეზოში ერთ-ერთ მომიტინგეს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა. აღნიშნულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ფაქტ-მეტრმა ფოტო მასალის ნამდვილობა გადაამოწმა.

იხ. საქართველოს დროშის ამსახველი სურათი, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

ფოტოს გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ფოტო ნამდვილია. კერძოდ, ამერიკული ტელეკომპანიის, WUSA9-ის ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ კაპიტოლიუმის მიმდებარედ ერთ-ერთ მომიტინგეს ხელში საქართველოს დროშა, ტრამპის მხარდამჭერ დროშასთან ერთად, მართლაც ეჭირა.

იხ. ფოტოები WUSA9-ის ვიდეო მასალიდან

თეგები: