13 თებერვალს Facebook-ანგარიშმა „ანტილიბერალური გვერდი” გაავრცელა პოსტი, რომელშიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებაა ციტირებული.

იხ.Facebook-პოსტი:

პოსტის თანახმად, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაესხმება თავს, დავით ქაცარავა უკრაინის ომში წასვლას არ აპირებს, რადგან საქართველო უნდა დაიცვას. ხოლო რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში კი, უკრაინას დაიცავს. პოსტს თან აქვს დართული დავით ქაცარავას ფოტო, რომელიც რუსთავი-2-ის ერთ-ერთ გადაცემაში მის სტუმრობას ასახავს.

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება ყალბია და ის დავით ქაცარავას არ ეკუთვნის. მის Facebook-გვერდზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არცერთი პოსტი მსგავს განცხადებას არ შეიცავს.(იხ.ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული5, ბმული 6, ბმული 7) აღნიშნული განცხადება ასევე არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.

გარდა ამისა, ფოტო, რომელიც თან აქვს დართული პოსტს, რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემაში “ფარული კონვერტი” მის სტუმრობას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემა რუსთავი-2-ის ეთერში 2019 წლის 18 თებერვალს გავიდა.

Facebook-მომხმარებლის, “ანტილიბერალური გვერდი”-ის მიერ გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი განცხადება ყალბია და ის დავით ქაცარავას არ ეკუთვნის.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.