Facebook-მომხმარებელმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: „ზელენსკის ხერსონში ხალხმა ფანჯრებიდან აგინა!..“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკისადმი გინება ისმის.

რეალურად, აღნიშნულ ვიდეოდან ორიგინალი ხმა წაშლილია და მასზე ახალი ხმაა დადებული, რათა წარმოეჩინათ, თითქოს ხალხი ზელენსკის აგინებდა. ორიგინალი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ გამოცემა Independent-ზე. ვიდეოში ჩანს, რომ ზელენსკის ფანჯრიდან კი არ აგინებენ, არამედ ხელს უქნევენ და იძახიან „Слава Україні“ (დიდება უკრაინას), რაზეც ზელენსკიმ ასევე ხელის დაქნევით უპასუხა და მისალმებას შეძახილით -„Героям слава!“-ით (დიდება გმირებს) პასუხობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ ფანჯრიდან ზელენსკისთვის ხელის დაქნევა და ზელენსკის საპასუხო რეაქცია, როგორც ორიგინალ ვიდეოშია ასახული, მიუთითებს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ზელენსკისადმი პოზიტიურ განწყობაზე.

გამოცემა Independent-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ორიგინალი ვერსიით დასტურდება, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ყალბია.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მიერ ხერსონში ვიზიტსა და უკრაინული არმიის მიერ ხერსონის გათავისუფლებას მოსახლეობა ერთსულოვნად პოზიტიურად შეხვდა.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.