13 დეკემბერს Facebook-გვერდმა „POSTV - ფეხბურთი“ სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ შესახებ დეზინფორმაციული შინაარსის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. გვერდის მტკიცებით, „დინამო ბათუმის“ სპონსორი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ გახდა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს კი მხარეებს შორის ხელი სასტუმრო შერატონში მოეწერა.

იხ. Facebook-პოსტი

სოციალურ ქსელში „დინამო ბათუმის“ კუთვნილ ოფიციალურ გვერდზე და არც საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ იძებნება.

ფაქტ-მეტრი გავრცელებული ცნობის გადამოწმების მიზნით „დინამო ბათუმს“ დაუკავშირდა. საფეხბურთო კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. მათი თქმით, საფეხბურთო კლუბში მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების მოტივებსა და თავის დაცვის სამართლებრივ გზებს განიხილავენ.

ამდენად, Facebook-გვერდ „POSTV - ფეხბურთის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც „დინამო ბათუმის“ სპონსორი რუსული სახლმწიფო კომპანია „გაზპრომი“ გახდა, ტყუილია.

გვერდის შესახებ:

Facebook-გვერდი „POSTV - ფეხბურთი“ 8 დეკემბერს შეიქმნა და რეალური სპორტული საინფორმაციო გვერდის კლონს წარმოადგენს, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

------------------------------------------------------------------

Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.