სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია (1,2,3), რომ პარიზში ეიფელის კოშკი რუსეთისა და ბელარუსის დროშის ფერებშია განათებული.
სინამდვილეში, ფოტოზე არა ბელარუსის, არამედ პორტუგალიის დროშის ფერებშია განათებული. მეტიც, წითელ და მწვანე ფერებში განათებული ეიფელის კოშკის ფოტოსურათი Gettyimages-ს ეკუთვნის და ის 2016 წლით თარიღდება. აღნიშნული ფოტო 2016 წელს უეფას მიერ ჩატარებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა. რაც შეეხება, ეიფელის ფოტოს რუსული დროშის ფერებში, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, ინტერნეტში 2016 წელსაც ვრცელდებოდა.[MT1] აღსანიშნავია რომ ფოტო მასალის რივერსული ძებნის შედეგად, მხოლოდ 2016 წელს რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული იდენტური ფოტო იძებნება, რომლის ავთენტურობაც დაუდასტურებელია.
ამდენად, მტკიცება, რომ ეიფელის კოშკი რუსეთისა და ბელარუსის დროშის ფერებში განათდა ყალბია. ღია წყაროებში რუსეთის დროშის ფერებში განათებული ეიფელის ამსახველი ავთენტური ფოტო არ იძებნება. ხოლო მეორე ფოტო არა ბელარუსის, არამედ პორტუგალიის დროშის ფერებშია განათებული და ის 2016 წელს უეფას მიერ საფრანგეთში ჩატარებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირდება,
„ფაქტ-მეტრმა“ ეიფელის ადმინისტრაციას კომენტარის გასაკეთებლად მიმართა. ეიფელის ადმინისტრაციისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.