Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობს:

“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” - ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.

მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გავრცელებული ბანერები მოინიშნა როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, “ფაქტ-მეტრი” არაერთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა.

“ფაქტ-მეტრის” ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან ორგანიზაცია “ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის” (IFCN), ხოლო 2023 წლიდან “ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის” (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია, რაც ორგანიზაციის ფაქტების გადამოწმების საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობით არის განპირობებული.

IFCN და EFCSN “ფაქტ-მეტრის” და “მითების დეტექტორის” შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა.

2020 წლის სექტემბრიდან, „ფაქტ-მეტრი“ და “მითების დეტექტორი” Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან და ხელმძღვანელობენ „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ პრინციპებისა და Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პოლიტიკის შესაბამისად.