სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდები ჩანან და ხელით გარკვეულ ჟესტს აჩვენებენ. Facebook-მომხმარებლები ვიდეოს აღწერასა და კომენტარებში (ფოტოები იხილეთ ქვემოთ) აღნიშნავენ, რომ ეს ნაცისტური ჟესტია და ახალგაზრდებს ფაშისტებსა და ნაცისტებს უწოდებენ (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, აღნიშნულ ჟესტს ნაციზმთან კავშირი არ აქვს. ის ამერიკული ნაწარმოები „შიმშილის თამაშებიდანაა“ აღებული. სიუზან კოლინსის „შიმშილის თამაშებში“, ე.წ „სამი თითით მისალმება“ (Three-finger salute) ჩნდება, როგორც პატივისცემის, აღტაცებისა და დამშვიდობების სიმბოლო და გამოხატავს სოლიდარობას დისტოპიურ სამყაროში, სადაც მეამბოხეები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ყოვლისშემძლე ტირანის წინააღმდეგ.

სიმბოლომ შემდგომში რეალურ ცხოვრებაშიც შეიძინა მნიშვნელობა და პროდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის სიმბოლო გახდა. აღნიშნული ჟესტი აქტიურად გამოიყენებოდა მომიტინგეების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მათ შორის, ტაილანდსა და მიანმარში.

ქართველი ახალგაზრდები ამ ვიდეოში სწორედ ამ ჟესტს აჩვენებენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვიდეოს ავტორმა გააკეთა და განმარტა, რას გამოხატავდა ის: „ეს ჟესტი, რასაც ეს ბავშვები აკეთებენ, არის ფილმიდან „შიმშილის თამაშები“ - ,,the hunger games'', რომელიც აღნიშნავს თავისუფლებას, ერთობას და თანადგომას“, - ნათქვამია პოსტში.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ვიდეოში ახალგაზრდები ნაცისტურ ჟესტს აჩვენებენ, ყალბია.

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია