სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც რამდენიმე ადამიანი ცეკვავს. ვიდეოში ერთ-ერთი პირის ვიზუალი რედაქტირებულია და ვოლოდიმირ ზელენსკის სახეა ჩასმული, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ის უკრაინის პრეზიდენტია (არქივირებული ბმული).

აღნიშნული ვიდეო Facebook-ის გარდა X-სა და YouTube-ზეც გავრცელდა (1; 2; 3). მათ აღწერაში მითითებულია, რომ ვიდეოში პრეზიდენტი ზელენსკია. რამდენიმე ვიდეოზე, მათ შორის, Facebook-ზე გავრცელებულზე, TikTok-ის ლოგო და მომხმარებლის username ჩანს @voloboy1, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ვიდეოს პირველწყაროა. TikTok-მომხმარებელს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ვიდეოებს არედაქტირებს. მის გვერდზე ზელენსკის აღნიშნული ვიდეოც იძებნება.

საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ანგარიშის მიერ იყო რედაქტირებული მიხეილ სააკაშვილის ვიდეოც, რომელიც ქართულენოვან აუდიტორიაში გავრცელდა (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

TikTok ამ ანგარიშის მასალა რედაქტირებული ვიდეოებისა და ე.წ Deepfake-ებისგან შედგება. ამ გვერდზე, ძირითადად, უკრაინელი ლიდერების დამუშავებულ ვიდეოებს ვხვდებით, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოსა და ა.შ. მრავლადაა დასავლელი ლიდერების ვიდეოებიც - ემანუელ მაკრონის, რიში სუნაკის, ოლაფ შოლცისა და სხვების.

ის ფაქტი, რომ ვიდეო დამონტაჟებულია, კომენტარებშიც დასტურდება. რამდენიმე მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი მონტაჟია, თითქოს მართლაც ის [ზელენსკი] ცეკვავს, რაზეც ავტორი მადლობით პასუხობს.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და ზელენსკის არ ასახავს.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია