სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს აზიარებს და ამტკიცებს, რომ „სკოლაში აჩვენებენ იმას თუ როგორ მუშაობენ მშობლები თავიანთი შვილები რომ გაახარონ“. ვიდეოში მძიმე და საშიშპირობებიანი სამუშაოს შემსრულებელი ადამიანები და ატირებული სკოლის მოსწავლეები ჩანან. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია, ხოლო ჩინურ სკოლებში მსგავსი სწავლების მეთოდის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია აღნიშნული სწავლების მეთოდის შესახებ ინტერნეტში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არ იძებნება.

დასახელებული ვიდეო სხვადასხვა ანგარიშის მიერ განსხვავებული მტკიცებით ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვრცელდებოდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და სხვა). ზოგიერთ ვიდეოში ასევე ამტკიცებდნენ, რომ სწავლების ეს მეთოდი იაპონიის სკოლებში გამოიყენება. ვიდეოებში იდენტურია მოსწავლეთა კადრები, თუმცა განსხვავდება „მათთვის ნაჩვენები“ მშობლების შრომის ამსახველი კადრები, რაც ასევე ადასტურებს, რომ გავრცელებული ვიდეოები რედაქტირებულია.

ვიდეოს სხვადასხვა ყალბი მტკიცებით გავრცელებას 2022 წლის 29 დეკემბერს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Factly-იც გამოეხმაურა. სტატიაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სანდო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იაპონიაში მსგავსი სწავლების მეთოდის არსებობას დაადასტურებდა. აღნიშნული პროგრამის შესახებ განცხადება არც იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს გაუკეთებია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსული ვიდეოს ნაწილი, რომელზეც რამდენიმე მოზარდია გამოსახული, აჩვენებს, თუ როგორ ტირიან სკოლის მოსწავლეები ჩინეთში მასწავლებლის გარდაცვალების გამო (იხილეთ კადრი ბმულზე).

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია