სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ფანტი ნა“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ფოტოს ავრცელებს, რომელშიც რომის პაპი ფრანცისკე ზღვის სანაპიროზე ქოლგით ხელში ისვენებს. „სი ცერრტტო- მაffიოზზი“,- წერს პოსტის ავტორი. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ფოტო, რომელიც თავდაპირველად პლატფორმა Reddit-ზეც გამოქვეყნდა, რეალური არ არის, რასაც პოსტის აღწერაც ადასტურებს. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ფოტო M.C. Escher-ის მიერ არის შექმნილი. ფოტო Reddit-ზე „r/midjourney“-ის ჯგუფში გამოქვეყნდა, სადაც AI გენერირებულ ფოტოებს ხშირად ვხვდებით (1,2,3).

ფოტო რომ AI გენერირებულია, ვიზუალური დაკვირვებაც ცხადყოფს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ რომის პაპის კანი, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე, საკმაოდ გლუვი და არაბუნებრივია.

აღსანიშნავია, ასევე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც რომის პაპის ჯვარს უკავშირდება. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოზე ჯვარსაც ფორმა დაკარგული აქვს.

ცნობისთვის, AI-ის მიერ შექმნილი რომის პაპის ფოტოები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

ამდენად, რომის პაპის ფოტო სინამდვილეს არ ასახავს. იგი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია