სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Politics”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოში არსებულ ბანერებზე ჩანს წარწერები: „5CCP”,„41 ევროპისკენ“. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია, შეცვლილია ბანერებზე არსებული ტექსტი.

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, ტელეკომპანია „TV პირველის” გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებიდან“ არის ამოღებული. რეალურ ფოტოში წითელ ბანერზე ჩანს წარწერა „5 - კეთილდღეობა ევროპაში“; „41 - სიღატაკე იზოლაციაში“. გიორგი ვაშაძემ გადაცემაში აღნიშნა (16:30 წუთიდან), რომ არჩევანი მარტივია, მოსახლეობა არჩევნების შემდეგ ან ირჩევს სიღატაკესა და იზოლაციას, რაც „ქართული ოცნების“ გზას წარმოადგენს, ან - კეთილდღეობას ევროკავშირში.

ცნობისთვის, Facebook-გვერდი „Politics“ ანტიოპოზიციური შინაარსის მქონე ფოტო/ვიდეო მასალას ხშირად ავრცელებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3). Disinfoobserver-ის მიხედვით, გვერდი ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიის და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს, რისთვისაც სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს. ამავდროულად, მადისკრედიტებელი მიზნებისთვის პოსტებს ფეისბუქის გაყალბებული დეკლარაციით ასპონსორებს.

ამდენად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია, ბანერებზე არსებული წარწერები შეცვლილია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია