სოციალურ ქსელ TikTok-ზე ანგარიშები „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სახელით შემდეგ ციტატას ავრცელებენ: „ქართულმა ოცნებამ თამაში ჩააწყო რომ წინასაარჩევნოდ საქართველო ჩეხეთი 4–1 მორჩენილიყო და მათი საარჩევნო რიცხვი გამოსულიყო“. (1; 2) სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია და ნიკა გვარამიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ნიკა გვარამიას პირად Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი/განცხადება არ იძებნება. გარდა ამისა, TikTok-ზე ერთ-ერთი ანგარიში ნიკა გვარამიას ფოტოსა და ამ განცხადებას „მთავარი არხის“ Facebook-პოსტის ვიზუალით ავრცელებს. გადამოწმებისას ამგვარი პოსტი არც „მთავარი არხის“Facebook-გვერდზე მოიძებნა. აღნიშნული ციტატა არ იძებნება არც„მთავარი არხის“ვებგვერდზე. გავრცელებულ დეზინფორმაციას ნიკა გვარამია თავადაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყალბია.

შესაბამისად, გავრცელებული ციტატა გაყალბებულია.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

-------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია