სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2), მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დათო დიღმელაშვილი, ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე პარტიის სლოგანი შეცვლილია, ბანერზე ვკითხულობთ: „მხოლოდ კორუფციით, ტენდერებით, ნეპოტიზმით, ევროპისკენ“. რეალურად, ვიდეო სატირული ჟანრისაა და პროგრამულად დამუშავებულია, კერძოდ, ბანერზე შეცვლილია სლოგანი.

აღნიშნული ვიდეო ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავეჯის სახლ „ვერონასთან“ არის გადაღებული, რისი დადგენაც „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე დეტალით შეძლო. კერძოდ, ვიდეოში ბანერის მარცხენა მხარეს ავეჯის სახლის რეკლამა ჩანს. ამავდროულად, ბანერის უკანა ფონზე თეთრი შენობაც შესამჩნევია.

აღნიშნულ ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხილეთ ფოტო).

„ფაქტ-მეტრის“ ფოტო

ამდენად, გავრცელებული ვიდეო სატირული ჟანრისაა და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია