სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2,3), მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დათო დიღმელაშვილი, ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე რუსული წარწერა იკითხება: „Грузинская мечта, только c миром с честью единством в Pоссию (ქართულად: „ქართული ოცნება“, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, ერთობით რუსეთში). რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და ბანერზე წარწერა შეცვლილია.

აღნიშნული ვიდეო ქალაქ თბილისში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზეა გადაღებული, რისი დადგენაც „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე დეტალით შეძლო, კერძოდ, ბანერის მარცხენა მხარეს მდებარე შენობითა და წინა ხედით. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა (იხ. ქვემოთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსის მიერ გადაღებული ფოტო).

აღნიშნულ ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“.

© „ფაქტ-მეტრის“ ფოტო, 10 სექტემბერი, 2024

გარდა ამისა, Google-ის რუკაზე ხელმისაწვდომ 2024 წლის აგვისტოს ქუჩის ხედზე ჩანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი, რომელიც ქართულ ენაზეა.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანია შეცვლილი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია