სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც რუსთავში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე პარტიის სლოგანი შეცვლილია, ბანერზე ვკითხულობთ: „მხოლოდ უწყლობით, ნეპოტიზმით, უგზობით, კორუფციით ევროპისკენ“. ვიდეო ასევე გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია, კერძოდ, ბანერზე შეცვლილია სლოგანი.

ვიდეო რომ დამონტაჟებულია, ბოლო კადრიც ცხადყოფს. კერძოდ, ბოლო მონაკვეთში ჩანს რეალური წარწერა, „ქართული ოცნების“ სლოგანი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხილეთ ფოტო).

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში „ბრძენი ქოცი“ „ქართული ოცნების" მადისკრედიტებელი გვერდია, რომელიც TikTok-პლატფორმაზეც აქტიურად მოქმედებს და მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1,2,3,4,5).

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელწოდებისა, Facebook-ანგარიში „რუსთავი ნიუსი“, მედია არ არის. გვერდი 2022 წელს შეიქმნა და მის მიერ აღნიშნული ვიდეოს გავრცელებამდე, ბოლო პოსტი 2022 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანია შეცვლილი.

ცნობისთვის, მსგავსი ვიდეოები, რომლებშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე სლოგანი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა (აღნიშნულ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია