სოციალურ ქსელში ალჟირელი მოკრივის იმანე ხელიფის ფოტო ვრცელდება, რომელზეც ის მაისურის გარეშეა და მამაკაცის აღნაგობა აქვს. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული (არქივირებული ბმული).

თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, უკანა ფონზე რამდენიმე უზუსტობას შევამჩნევთ. როგორც ვიცით, ხელოვნურ ინტელექტს უჭირს ადამიანის სხეულის ნაწილების, კერძოდ, კიდურების გენერირება. უკან მდგომი მამაკაცის ხელი, ქალის სახე და წარწერები დეფორმირებულია, რაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებში ხშირია.

გარდა ამისა, ამ ფოტოსურათის იმანე ხელიფის ნამდვილ ფოტოსურათთან შედარებისას აშკარაა, რომ სახის ნაკვთები, კერძოდ, ცხვირი, ყური და ასევე ქვედა კიდურები განსხვავებულია.

წყარო: open.online

ამასთან, სოციალურ ქსელ X-ზე (წარსულში Twitter) ერთ-ერთმა გვერდმა MidJourney Prompts, რომელიც პროგრამა Midjourney-ის საშუალებით გენერირებულ ფოტოებს აქვეყნებს, ეს კონკრეტული ფოტოსურათი 2024 წლის 24 აგვისტოს გამოაქვეყნა. პოსტში სხვა ფოტოებსაც ვხვდებით.

ცნობისთვის, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა დეზინფორმაცია ალჟირელი მოკრივის, იმანე ხელიფის შესახებ, მტკიცებით, რომ ის მამაკაცი იყო და ქალების კატეგორიაში ასპარეზობდა. ამ თემაზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია