სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის და მწერალი მიკ პიარნიცას ფოტო ვრცელდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ესტონეთის პრეზიდენტი მწერალ პიარნიცას, რომელმაც თქვა რომ „ტრადიციული ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე საშიში ადგილია“, ლიტერატურულ ჯილდოს გადასცემს. რეალურად, პოსტში მიკ პიარნიცას სიტყვები არასრული კონტექსტით არის გავრცელებული და ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე საუბრობს.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისა და მიკ პიარნიცის ფოტო 2020 წლის ღონისძიებაზე არის გადაღებული, რომელზეც კალიულაიდმა და ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა, რაივო აეგიმ მწერლებს ძალადობის პრევენციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცეს. მწერალი მიკ პიარნიცა კი კონკრეტულ ღონისძიებაზე ინსტაგრამ ანგარიშზე წარმოებული კამპანიისთვის “It’s not OK”-ისთვის დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პიარნიცამ თავის სიტყვაში ოჯახში ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ტრადიციული ოჯახი ბავშვისა და ქალისათვის ყველაზე საშიში ადგილია, რადგან სწორედ ასეთ ოჯახებშია ყველაზე ხშირი ძალადობის შემთხვევები და რომ ამ ძალადობის მსხვერპლებს კანონი არ იცავს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი კალიულაიდისა და მწერალი პიარნიცას კონკრეტულ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ცდილობენ, რომ მათ მიმართ ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერონ (ბმული 1).

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5651 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია