სოციალურ ქსელში ანგარიში „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ გია გაჩეჩილაძეს (“უცნობი“) შემდეგ ციტატას მიაწერს: „ტერორისტივით შეიჭრა იქ და მოკლეს, აბა დაჭერობანას ხო არ ეთამაშებოდნენ“. „აბა ომი გინდათ“-წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, გია გაჩეჩილაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე და არც Facebook- გვერდზე აი უცნობი • i ucnobi არ იძებნება.

დამატებით, „ფაქტ-მეტრს“ გია გაჩეჩილაძის გადაცემის პროდიუსერი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საოკუპაციო ძალებმა ასევე დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

თამაზ გინტურის მკვლელობის კონტექსტში აღნიშნულმა Facebook-გვერდმა ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატაც გაავრცელა (ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის"სტატია).

Facebook-გვერდს „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ 16 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი ახალ ამბებსა და სატირული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. „სამართლიანი არჩევნების“ პლატფორმა Disinfoobserver.ge-ის თანახმად, „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ მადისკრედიტირებელი გვერდია, რომელიც ანტილიბერალურ პროპაგანდას ავრცელებს. მათ პოსტებში ასევე ვხვდებით ანტისამთავრობო მასალებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5651 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია