სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Giga Patatishvili“ Facebook-გვერდის „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ: „ყურადღება, ვაკანსია! ,,ქარული ოცნების" ხაშურის ორგანიზაცია ეძებს 40-60 წლის ასაკის ქალბატონებს და ბატონებს პარტიის აგიტატორის პოზიციაზე. კანტიდატს მოეთხოვება ქართული ენის B2 დონეზე ცოდნა, მინიმუმ პირველდაწყებითი განათლება. მუშაობის მსურველი უნდა იყოს კომუნიკაბელური, უნდა ჰქონდეს დამაჯერებლად საუბრის უნარი, ჰყავდეს ბევრი ადგილობრივი საკონტაქტო პირი, უნდა იყოს ენერგიული, ნდობით და თავდაჯერებით სარგებლობდეს სამეზობლო-სანათესაოში. უპირატესობა მიენიჭება ადამიანს, ვისაც აქვს წინა სახელისუფლებების პარტიების აგიტატორად მუშაობის გამოცდილება, ერკვევა საარჩევნო სპეციფიკაში. ანაზღაურება ხელზე შეადგენს 2126 ლარს. მსურველებმა მიმართეთ ,,ოცნების" ხაშურის ოფისს“. რეალურად, აღნიშნული გვერდი იუმორისტულია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკუთვნის.


პირველ რიგში, პოსტი, რომლის ფოტოანაბეჭდიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, გვერდს „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ ეკუთვნის.

აღნიშნული გვერდი იუმორისტული ჟანრის პოსტებს ხშირად ავრცელებს (იხ. სურათზე - 1,2,3).

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. თანაც, მსგავსი პოსტი მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდის მიერ ვერც გამოქვეყნდებოდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მასში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს არ აქვთ. მეტიც, ზოგადად საჯარო სამსახურის ვაკანსიები hr.gov.ge-ზე ქვეყნდება, მსგავსი ვაკანსია აღნიშნულ პორტალზე არ იძებნება.

ამდენად, გავრცელებული პოსტი რეალურად იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდის მიერ არ გამოქვეყნებულა; ხოლო იუმორისტული ჟანრის გვერდის მიერ გამოქვეყნებული მასალის რეალურ ინფორმაციად და სიახლედ გამოქვეყნებას, მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია